1 წლის და 11 თვის წინ
"ბარსელონა" არაუხოს გაყიდვაზე ფიქრობს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ზაფხულში რონალდ არაუხოს გაყიდვაზე იფიქრებს, - იუწყება ESPN-ის ჟურნალისტი მოი ლორენსი.
წყაროს თანახმად, კლუბში ურუგვაელ მცველთან დამშვიდობების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავენ. 100 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზება "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ძალიან დიდი ცდუნება იქნება.
კატალონიელები მსგავსი წინადადებით მომართვას მიუნხენის "ბაიერნისგან" ელოდებიან. "ბარსას" რწმენას აძლიერებს ისიც, რომ "რეკორდმაისტერს" 24 წლის ვარსკვლავის შეძენა ჯერ კიდევ იანვარში უნდოდა.
რაც შეეხება თავად არაუხოს, მას მხოლოდ "ბლაუგრანაში" სურს დარჩენა. ამაზე რონალდმა უკანასკნელ ინტერვიუებშიც ისაუბრა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში ურუგვაელმა 1 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი