2 წლის და 1 თვის წინ
ვინ გახდება "ბარსას" ათიანი - ყველაზე რეალური კანდიდატი
ავტორი
Aa
ლამინ იამალმა შეიძლება "ბარსელონას" 10-ნომრიანი მაისური ჩაიბაროს, - იუწყება Catalunya Radio.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რომელიმე ფეხბურთელისთვის ათიანის სტატუსის მინიჭება კლუბს ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს.
კლუბში ისიც აფიქრებთ, 16 წლის ბიჭზე ამხელა პასუხისმგებლობის აკიდება რამდენად გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუმცა ჰორიზონტზე სხვა რეალური კანდიდატი არ ჩანს.
ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსას" ათიანობა დააკისრეს, ანსუ ფატი გახლდათ. ანსუს "ბრაიტონში" განათხოვრებამ გუნდი წელს 10-ნომრიანი მაისურით მოთამაშის გარეშე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში ლამინის მონაგარი 6 გოლი და 7 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი