როგოც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონას" მეტოქე ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" იქნება.
წილისყრის შედეგების შესახებ კომენტარის გაკეთება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ურუგვაელ მცველს, რონალდ არაუხოს სთხოვეს. ცხადია, 24 წლის მცველმა აქცენტი "პსჟ-ს" მთავარ ვარსკვლავზე, კილიან მბაპეზე გააკეთა.
"კილიანი დიდი მეტოქე და შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩემთვის იგი ერთი ერთზე ყველაზე სახიფათოა და პარიზელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლავთ. ჯერ კიდევ არ ვიცი, რა პოზიციაზე ვითამაშებ, თუმცა მბაპეს შესაძლებლობებს ვიცნობთ.
"პსჟ-ს" ჰყავს უსმანიც, რომელიც აქ გვყავდა და მეურვეებთან გამკლავება ძალიან კარგად გამოსდიოდა. ვეცდებით, რომ მათ ვირტუოზობას ჩვენი ფეხბურთი დავუპირისპიროთ," - თქვა არაუხომ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 10 აპრილს, "პარკ დე პრენსზე" გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი "მონჟუიკი" 16 აპრილს უმასპინძლებს..
ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "ატლეტიკოსა" და "დორტმუნდს" შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.