8 თვის და 1 კვირის წინ
"ამისთვის მზად უნდა ვიყო" - ფელიქსი მტრულ დახვედრას ელის
"ამისთვის მზად უნდა ვიყო" - ფელიქსი მტრულ დახვედრას ელის

"ბარსელონას" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა DAZN-ს მოკლე ინტერვიუ მისცა.

ერთ-ერთი საკითხი, რასაც 24 წლის შემტევი შეეხო, მადრიდის "ატლეტიკოსთან" კვირას გასამართი მატჩი გახლავთ. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჟოაუ მტრულ დახვედრას ელოდება.

"გარემო მთელი გუნდისთვის ძალიან რთული იქნება. მე ცოტათი უარესი რამეც მელის, მაგრამ ფეხბურთელი ვარ და მსგავს სიტუაციებს მიჩვეული უნდა ვიყო. ეს მოტივაციას მიმატებს. მომწონს მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩები.

ახლა "ბარსელონაზე" ვარ ფოკუსირებული და მომავალზე არ ვფიქრობ, რადგან ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სეზონის ბოლომდე რა მოხდება," - თქვა ჟოაუმ.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "ბარსაში" სწორედ "ატლეტიკოდანაა" განათხოვრებული. ამ გუნდებს შორის ლა ლიგის პირველ წრეში გამართულ მატჩში მან "როხიბლანკოს" გოლი გაუტანა და აღნიშნა, რაც გარანტიაა იმისა, რომ "ვანდას" ტრიბუნები ობსტრუქციას აუცილებლად მოუწყობენ.

მადრიდულ-ბარსელონური ჯახი 17 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები