ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა არ შეეძლება.
"დღევანდელი მდგომარეობით, "ბარსელონას" ბიუჯეტში არ აქვს საკმარისი სივრცე, რათა ზაფხულში ფული დახარჯოს
"ბარსელონა" შემჩნეულია საეჭვო ქცევაში, რომელსაც თავისი გავლენა ლა ლიგაზეც ჰქონდა. ჩვენ ამის მიხედვით ვმოქმედებთ. დავაწესეთ, რომ მათ ფეხბურთელების დამატება აღარ შეეძლებათ.
მათ სატელევიზიო უფლებები 700 მილიონ ევროდ გაყიდეს და განსხვავებული გზების მოძიება სცადეს, რათა სიტუაცია გაეუმჯობესებინათ, მაგრამ ისინი ამას ვეღარ გაიმეორებენ. ჩვენ ეკონომიკური კონტროლის მკაცრი მექანიზმი გვაქვს. ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს, ლა ლიგის კლუბებს ვეუბნებით, რა თანხის დახარჯვა შეუძლიათ.
"ბარსელონას" შემთხვევაში, ტრანსფერებში და ხელფასებში გაცემული თანხა 650-დან 450 მილიონ ევრომდე უნდა შეამცირონ. ეს ბიუჯეტში მინუს 200 მილიონი ევროა. მათ ფეხბურთელების გაყიდვისკენ მოვუწოდებთ, რადგან გაყიდვებით მიღებული შემოსავლის 40%-ის დახარჯვის უფლება ექნებათ," - განაცხადა ტებასმა.
თუ ტებასს დავუჯერებთ, "ბარსელონას" ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავთან მოუწევს დამშვიდობება, თუმცა რამის წინასწარ თქმა არასწორი იქნებოდა. ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანის მისაღები ზომები მოფიქრებული უნდა ჰქონდეთ, ამიტომ ლა ლიგის პრეზიდენტი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მხოლოდ "ბარსას" ერჩის, შეიძლება ისევ იმედგაცრუებული დარჩეს.