3 წლის და 8 თვის წინ
მესის პოზიცია ცნობილია - სასიხარულო ამბავი "ბარსასთვის"
ავტორი
Aa
მათთვის, ვისაც ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ აქვთ, La Vanguardia-მ დღეს სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.
წყაროს თანახმად, არგენტინელმა მეგავარსკვლავმა MLS-ში გადაბარგების შესაძლებლობაზე უარი თქვა. ლეოს ევროპაში დარჩენა და 2024 წლის კოპა ამერიკისთვის საფუძვლიანად მომზადება სურს.
ერთადერთი ევროპული კლუბი, გარდა "პსჟ-სა", რომელსაც ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს უკავშირებენ, სწორედ "ბლაუგრანაა".
კატალონიელთა ინტერესი რეალურია, მაგრამ ჯერ ბურთი პარიზელთა მოედანზეა. "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა 35 წლის ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმოს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ლეო თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში მესი ფრანგულ კლუბს 17 გოლითა და 16 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი