8 თვის და 1 კვირის წინ
პიკე: "ვფიქრობ, რომ ჩავი დარჩება"
პიკე: "ვფიქრობ, რომ ჩავი დარჩება"

"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ The Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრი აქტუალური საკითხის შესახებ ისაუბრა.

ერთ-ერთი თემა, რასაც ესპანელი შეეხო, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის მიერ მიღებული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გახლდათ.

"არ მგონია, რომ ჩავის გადაწყვეტილება 100%-ით სწორია. ვნახოთ. მე ვფიქრობ, რომ ის დარჩება.

ჩავის ყოველდღე არ ველაპარაკები, მაგრამ რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია. მისთვის საუკეთესო მინდა, რადგან ეს კლუბისთვისაც საუკეთესო იქნება," - განაცხადა ჟერარმა.

შეგახსენებთ, რომ "მაესტრომ" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის დასრულების მერე დატოვებს. ამის შესახებ მან 27 იანვარს, "ვილიარეალთან" წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.

მოარული ხმების თანახმად, ჟოან ლაპორტა ცდილობს, რომ ჩავის აზრი შეაცვლევინოს, თუმცა ამაოდ. 


Facebook კომენტარები