logo

11 ფეხბურთელი, რომელსაც მესის ადარებდნენ - სად არიან ახლა ისინი

11 ფეხბურთელი, რომელსაც მესის ადარებდნენ - სად არიან ახლა ისინი

ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია. პორტუგალიელმა და არგენტინელმა თამასა იმდენად მაღლა აწიეს, რომ მათთან მიახლოებას წლებია, ვერავინ ვერ ახერხებს. 

თუმცა ყოველთვის ჩნდებიან ტალანტები, რომლებშიც მომავალ მესის ან რონალდუს ხედავენ. ასეთ ფეხბურთელებს ხშირად "ბარსელონას" მეგავარსკვლავთან ადარებენ.

ასეთი ტალანტი არაერთი იყო. საფეხბურთო სკაუტები "მომავალ ლა პულგას" ბევრში ხედავდნენ და მას ფეხბურთის მომავალი ჰეგეომონის იარლიყს ადვილად აკრავდნენ, თუმცა ძალიან ხშირად მათი კარიერა სულ სხვაგვარად ვითარდებოდა.

Tribuna.com-მა სწორედ ასეთი ყოფილი 11 ტალანტები შემოგვთავაზა და დეტალურად გაგვაცნო, თუ როგორ განვითარდა მათი კარიერა.

რაიან გაულდი - შოტლანდიელი მესი

გაულდმა საფეხბურთ სამყაროს ყურადღება 2012 წელს "დანდი იუნაიტედში" თამაშისას მიიპყრო. მის მიერ განხორციელებულმა რამდენიმე დრიბლინგმა 18 წლის ფეხბურთელს მედიაში სახელი გაუთქვა და ის "პატარა მესიდ" მონათლეს.

გაულდის კარიერულ ხაზს რომ გავყვეთ, ვნახავთ, რომ მისი მომავალი სრულიად სხვა გზით განვითარდა. 2014 წელს ის პორტუგალიის ჩემპიონატში გადავიდა, სადაც "ლისაბონის სპორტინგში", "ვიტორია სეტუბალსა" და "ავეშში" წარუმატებლად იასპარეზა. უკვე 24 წლის ფეხბურთელი შოტლანდიურ "ჰიბერნაინში" გადავიდა, შემდეგ კი მეორე დივიზიონის გუნდ "ფარენსეს" მაისური მოირგო.

ამირ საიუდი - ალჟირელი მესი

2009 წელს ეგვიპტური "ალ აჰლი" აფრიკის სხვა კლუბებს ბევრად აღემატებოდა და კონტინენტის ჰეგემონად ითვლებოდა. იყო ჭორები, რომ გუნდი მაროკოელ აბდესალამ ბენჟელუმს იმატებდა, თუმცა ხელმძღვანელობამ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. მათ ფსონი ახალგაზრდა ამირ საიუდზე დადეს და განაცხადეს: "ჩვენ ალჟირელი ტალანტი, ამირ საიუდი, დავიმატეთ, რომელსაც ახალგაზრდა მესის იწოდებენ".

მოთამაშის კარიერა კი სულ სხვაგვარად განვითარდა. მან "ალ აჰლიში" მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. 2010-დან 2018 წლამდე კი მან 9 აფრიკულ გუნდში იასპარეზა. ახლა საიუდი 29 წლისაა და ერთ-ერთ ალჟირულ გუნდში ასპარეზობს.

მარკო მარინი - გერმანელი მესი

მოთამაშეებს, რომლებიც მარცხენა ფეხით არ თამაშობენ, მესის იშვიათად ადარებენ. ერთ-ერთი ასეთი კი გერმანელი ტალანტი იყო. მან თავი 2009/10 წელს ვერდერის "ბრემენში" თამაშისას გამოიჩინა, რის გამოც 2010 წლის მუნდიალისთვის გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს. 

"ბუნდესნაკრებში" მას დიდი დრო არ მიეცა, თუმცა ის მაინც "ჩელსიში" გადავიდა და სწორედ აქ ეწოდა "გერმანელი მესი", თუმცა მან იმედები ნამდვილად ვერ გაამართლა. "არისტოკრატების" შემადგენლობაში მხოლოდ ექვსი თამაში ჩაატარა, შემდეგ კი ლონდონელებმა "სევილიაში" გაანათხოვრეს. 

მარინმა "ფიორენტინა", "ანდერლეხტი" და "ტრაბზონსპორტი" მოიარა, ახლა კი არაბულ "ალ აჰლიში" ასპარეზობს.

სარდარ აზმუნი - ირანელი მესი

ნამდვილი ირანელი მესი არ არის ლეოს ორეული, რეზა პარასტეში, რომელიც "ლა პულგას" გარეგნულად ძალიან ჰგავს. ეს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" 25 წლის თავდამსხმელი, სარდარ აზმუნია. 

ის ირანული სტანდარტებით ძალიან პოპულარული სპორტსმენია. მას ნაკრებში ჩატარებულ 50 შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელის დონემდე ვერასდროს მივა, მისი სისწრაფისა და უნარის გამო ყოველთვის "ირანელ მესიდ" მოიხსენიებენ.

ალენ ჰალილოვიჩი - ხორვატი მესი

ზაგრების "დინამოში" თამაშისას მას მწვრთნელმა ის მესის შეადარა. ჰალილოვიჩს ბოლო წლებში ლეოსთან მართლაც ყველაზე მეტად აკავშირებდნენ. მან მალევე "ბარსელონას" ყურადღებაც მიიპყრო და "ლა მასიაში" ჩაირიცხა. 

სამწუხაროდ, მან იმედები ვერ გაამართლა და 2015 წელს კატალონიელებმა გაანათხოვრეს. ახლა ხორვატი ლიეჟის "სტანდარტში" ასპარეზობს.

იკერ მუნიანი - ესპანელი მესი

"ეპსანელ მესიდ" შერაცხულ მუნიანის ოქროს ბურთის მოგებასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ის ამასთან ახლოსაც არ ყოფილა.

ის ბილბაოს "ატლეტიკის" კაპიტანია და გუნდში 400 შეხვედრის ჩატარებაც მოახერხა, თუმცა მესის დონემდე მაინც ძალიან შორსაა. 27 წლის ფეხბურთელს განვითარებაში ტრავმებმაც შეუშალა ხელი. 

რიო მიაჩი - იაპონელი მესი

მიაიჩს 2011 წელს "არსენალმა" პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. საინტერესოა, მართლა ხედავნენ თუ არა მეთფეები მასში "მომავალ მესის". ასეა თუ ისე, ორ კვირაში ის "ფეიენოორდში" გაანათხოვრეს. შემდეგ იაპონელმა ასევე იჯარით "ბოლტონ ვონდერერსში", "ვიგან ატელტიკსსა" და "ტვენტეში" იასპარეზა. 

2015 წელს კი მან საბოლოოდ დატოვა ლონდონური კუბი. მიაიჩს არც კლუბებსა და არც ნაკრებებში თავი არ გამოუჩენია. 

ჯოვანი დოს სანტოსი - მექსიკელი მესი

მომავალ "ლა პულგად" შერაცხულ ფეხბურთელთაგან ლეოს გვერდით ბევრს არ უთამაშია. ერთ-ერთ ასეთი კი დოს სანტოსი იყო. ის "ლა მასიაში" გამოდიოდა და 2008/09 წლების ლა ლიგის ბოლო შეხვედრაში ჰეთ-თრიქიც კი გაიფორმა. 

მექსიკელი "ბარსაში" განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავდა და კარიერის "ტოტენჰემში" გაგრძელება არჩია. თუმცა მისი საქმე კარგად არ აეწყო. "სპურსში" მან მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ კი იჯარით სხვადასხვა კლუბები მოიარა. ახლა 30 წლის დოს სანტოსი MLS-ის ერთ-ერთ კლუბში ასპარეზობს.

სტენლი ოკორო - ნიგერიელი მესი

ოკორომ თავი 2009 წელს 17 წლამდელთა მსოფლიო თასზე გამოიჩინა 16 წლის ფეხბურთელის ლიდერობით გუნდმა ფინალიც ითამაშა, თუმცა შვეიცარიასთან წააგო. ოკორო ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 

ამ შეჯიბრებაში ნეიმარი, კოუტინიო, მორატა და მარიო გიოცეც თამაშობდნენ, თუმცა ყველა ოკოროზე, როგორც "ნიგერიელ მესიზე" საუბრობდა. 

მისი კარიერა კი ვერ განვითარდა. ის შემდეგ "ალმერიას" სრეზერვო გუნდში თამაშობდა, ახლა კი სამშობლოში აგორებს ბურთს.

ბოიან კრკიჩი - კატალონიელი მესი

კრკიჩმა საფეხბურთო სამყაროში ბრწყინვალედ შემოანათა. ის ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა, რითაც სწორედ მესის აჯობა. 

ბოიანი მესის პარტნიორად და მომავალ ოქროს ბურთის გამარჯვებულადაც ითვლებოდა. გვარდიოლას ეპოქაში მან სამი ტიტულის მოგება მოახერხა, შემდეგ კი კატალონიური კლუბი დატოვა.

ის წარუმატებლად ასპარეზობდა "რომაში", "აიაქსსა" და სხვა კლუბებში. ახლა კი 28 წლისაა და "მონრეალ იმპაქტში" თამაშობს.

მოჰამედ სალაჰი - ეგვიპტელი მესი

მესისთან შედარებულთაგან ერთადერთი, რომლის კარიერაც კარგად განვითარდა, მოჰამედ სალაჰია. 2010 წელს ეგვიპტეში თამაშისას, სისწრაფის, გოლის ალღოსა და კარგი დარტყმის გამო, მას ლეოს მართლაც ადარებდნენ. 

მან შემდეგ "რომაში", "ფიორენტინაში" და "ჩელსიში" ითამაშა, 2018 წელს კი "ლივერპულის" შემადგენლობაში არნახული სეზონი ჩაატარა და პრემიერ ლიგის გოლების რეკორდიც კი დაამყარა. 

სალაჰი ოქროს ბურთის კანდიდატებშიც განიხილებოდა. მართალია, ის ახალი მესი ვერ გახდა, თუმცა ახლა ვარსკვლავად მაინც ითვლება.

2 კვირის წინ
641 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ