ტერ შტეგენი: ახლა ფეხბურთი პრიორიტეტი არ არის

ტერ შტეგენი: ახლა ფეხბურთი პრიორიტეტი არ არის

"ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ESPN-ისათვის კარანტინში დაგროვებული გამოცდილება აღწერა და სეზონის ჩამთავრებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრიც დააფიქსირა.

"როგორც იქნა, პარასკევს ინდივიდუალური ვარჯიში დავიწყეთ ჩვენს მოედანზე. ძალიან მაგარია, როცა საქმეს უბრუნდები. ყველა ელოდება, რომ სეზონს ბოლომდე ჩავამთავრებთ, თუმცა ეს მთავრობის დადგენილებაზე დამოკიდებული.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მიღებულ გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ და მივყვეთ. მატჩების ჩატარებას მოუთმენლად ველი.

მაქსიმალურად ვეცადე, რომ ფორმა შემენარჩუნებინა, ვყოფილიყავი ჯანმრთელი და მზად იმ დღისთვის, როცა ვარჯიშს განვაახლებდით. "ბარსასგან" მოწოდებულ პროგრამას მივყვებოდი.

"ბლაუგრანას" ყოფილმა გოლკიპერმა, ხოსე პინტომ მომცა შთაგონება ამის საკეთებლად. მე და ჩემი მეუღლე ყოველდღე სავარჯიშო დარბაზში ვიყავით. როცა რამეს სხვასთან ერთად აკეთებ, ეს კიდევ უფრო გიადვილებს საქმეს.

სეზონის ბოლო სტადიაზე ვართ და ახლა ტურნირების შეჩერება სამწუხაროა, თუმცა ფეხბურთი ამჟამად პრიორიტეტს არ წარმოადგენს. 

რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ. გამონაკლისს არ წარმოვადგენთ. ეს დაგვეხმარება, რომ ნორმალურ ცხოვრებას უფრო მალე დავუბრუნდეთ," - წერს ტერ შტეგენი.

6 თვის წინ
551 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ