8 თვის და 1 კვირის წინ
"ბაიერნი" კიმიხის გასაყიდად მზადაა - შანსი "ბარსელონას"
"ბაიერნი" კიმიხის გასაყიდად მზადაა - შანსი "ბარსელონას"

მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა, რომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, იოზუა კიმიხი გაყიდოს, - იუწყება ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს თანახმად, გერმანელი ნახევარმცველი წასვლის შესაძლებლობისათვის ღიაა. კიმიხი მსურველებთან მოლაპარაკებების დასაწყებადაც მზად გახლავთ.

ცნობილ ჟურნალისტს თუ დავუჯერებთ, 29 წლის შუახაზელი კარიერის გაგრძელებას მხოლოდ ამ 5 კლუბში განიხილავს:

"მანჩესტერ სიტი"

"ლივერპული"

"არსენალი"

"რეალი" 

"ბარსელონა"

კატალონიური გრანდის იოზუათი დაინტერესებაზე უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც იწერება. მოარული ხმების მიხედვით, კიმიხის შეძენას "ბლაუგრანა" მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზეც ეცდება, მაგრამ "რეკორდმაისტერის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება კლუბს ძალიან უნდა გაუჭირდეს. ცხადია, ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ის მნიშვნელოვნად გაზრდის, თუ იოზუა "ბარსაში" გაშვებას კატეგორიულად მოითხოვს.

გერმანელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 1 გოლი და 8 ასისტია.


Facebook კომენტარები