8 თვის და 1 კვირის წინ
ჩავიმ შეიძლება "ელ კლასიკო" გამოტოვოს
ჩავიმ შეიძლება "ელ კლასიკო" გამოტოვოს

მადრიდის "ატლეტიკოსთან" მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩავის შეიძლება 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწეროს, - იუწყება SPORT.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი 21 აპრილს გასამართი "ელ კლასიკოს" გამოტოვების საფრთხის ქვეშაა. სანაკრებო პაუზის შემდეგ ეს "ბარსასთვის" რიგით მესამე მატჩი იქნება.

წითელი ბარათი ჩავის 2 შეხვედრას გამოატოვებინებდა, მაგრამ მის დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობას ის ფაქტი ზრდის, რომ "მაესტრომ" მიმდინარე სეზონში უკვე ორ მატჩს მიადევნა თვალი ტრიბუნებიდან. მაშასადამე, ეს მისი პირველი "დანაშაული" არ გახლავთ.

SPORT-ის ცნობით, "ბარსა" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, რადგან ამას დროის კარგვად მიიჩნევს.

აქვე გეტყვით, რომ "კლასიკომდე" კატალონიელები "ლას პალმასს", "პსჟ-ს" (ორჯერ, თუმცა ჩავის დისკვალიფიკაცია ამ მატჩებს არ შეეხება) და "კადისს" დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები