1 თვის და 2 კვირის წინ
რობერტ ლევანდოვსკის ევროპული გრანდი უმიზნებს
რობერტ ლევანდოვსკის ევროპული გრანდი უმიზნებს

მადრიდის "ატლეტიკო" ზაფხულში რობერტ ლევანდოვსკის დამატებას ეცდება, - იუწყება ესპანელი ჟურნალისტი, რუბენ ურია.

"როხიბლანკოში" იციან, რომ "ბარსელონამ" შეიძლება პოლონელი თავდამსხმელის გაყიდვა დააპიროს, ისინი კი ამით სარგებლობას ეცდებიან. მადრიდში უკვე მუშაობენ "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" წარსადგენ წინადადებაზე.

"ატლეტიკოს" "ბარსადან" ვეტერანი ცენტრფორვარდების წაყვანის კარგი გამოცდილება რომ აქვს, ამაზე შესანიშნავად მოგეხსენებათ. "ბლაუგრანადან" დამატებულმა დავიდ ვილიამ და ლუის სუარესმა მათ ლა ლიგის ჩემპიონობა მოუტანეს. დღეს კი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მემფის დეპაია.

ლევანდოვსკის გაყიდვა კატალონიური გრანდის სახელფასო ბიუჯეტს შესამჩნევად შეამსუბუქებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რობერტი "ბარსელონას" დატოვებაზე არ ფიქრობს და მისი გასხვისების დიდ სურვილს არც ხელმძღვანელობაში გამოხატავენ.

გარდა ბრწყინვალე სათამაშო უნარებისა, 35 წლის ცენტრფორვარდს "ბარსაში" ახალგაზრდების მენტორის როლიც აქვს შეთავსებული.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე 20 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები