როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე "ბარსელონას" მეტოქე ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" იქნება.
Diario AS-ის ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა უკვე იცის, თუ როგორ თერთმეტეულს დააყენებს "პარკ დე პრენსზე" გასამართ შეხვედრაში. ჩავის რჩეული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ჟიულ კუნდე, პაუ კუბარსი, რონალდ არაუხო, ჟოაუ კანსელუ
ნახევარდაცვა: ანდრეას კრისტენსენი, ილქაი გიუნდოგანი, ფრენკი დე იონგი
თავდასხმა: ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია / ფერან ტორესი
მაშასადამე, "მაესტროს" იმედი აქვს, რომ დე იონგი და ფერანი "პსჟ-სთან" შეხვედრისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებენ. ტორესის მწყობრში ჩადგომა უკვე გადაწყვეტილი ჩანს, ხოლო ნიდერლანდელ ნახევარმცველზე კი ასე გადაჭრით ჯერ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დამაიმედებელი ცნობები მასთან დაკავშირებითაც გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ "პსჟ-სა" და "ბარსას" მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.