1 წლის და 8 თვის წინ
სუარესი: "ნეიმარი რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს მოიგებდა"
სუარესი: "ნეიმარი რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს მოიგებდა"

"ბარსელონას" ურუგვაელმა ლეგენდამ ლუის სუარესმა 2017 წელი და ნეიმარ ჟუნიორის "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი გაიხსენა.

"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მეორე ადგილზე კი ნეიმარი იყო. მათ ოქროს ბუცი მომაგებინეს და ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ჩვენი ტრიო არის მტკიცებულება, რომ 3 ვარსკვლავს შეუძლია ერთ გუნდში საერთო მიზნით თამაში ისე, რომ ინდივიდუალურ წარმატებაზე არ ფიქრობდნენ.

ნეიმარი რომ "ბარსელონაში" დარჩენილიყო, ის ოქროს ბურთს მოიგებდა.

სანამ ნეი პარიზში წავიდოდა, მას ვუთხარი: "თუ გინდა დიდი ტიტულების მოგება, ჩემთან და ლეოსთან კიდევ ცოტა ხნით დარჩი." მან მოგვისმინა და თქვა, რომ დარჩენა უნდოდა. ჩვენ, როგორც მეგობრებმა, დარჩენა ვურჩიეთ, მაგრამ ოჯახმა სხვანაირად გადაწყვიტა," - ამბობს ლუისი.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსელონამ" მაშინ 222 მილიონი ევრო მიიღო. ასე დაიშალა ლეგენდარული MSN, რომელმაც ერთად ჩატარებულ 409 მატჩში 344 გოლი გაიტანა და 157 ასისტი გააკეთა.

სამხრეთ-ამერიკულმა ტრიომ "ბლაუგრანაში" 2015 წელს 5 ტიტული მოიგო. 2016 წელს ლა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი, ხოლო მათ ბოლო სეზონში კოპა დელ რეის აღმართვა მოახერხეს.


Facebook კომენტარები