8 თვის და 1 კვირის წინ
"ამაზე დეკუს ველაპარაკე" - ფეხბურთელის აგენტი "ბარსას" უმიზნებს
"ამაზე დეკუს ველაპარაკე" - ფეხბურთელის აგენტი "ბარსას" უმიზნებს

იტალიური "ნაპოლის" სლოვაკი ნახევარმცველის, სტანისლავ ლობოტკას აგენტმა გააჟღერა, რომ მისი კლიენტით "ბარსელონაა" დაინტერესებული.

"დეკუს ვესაუბრეთ სტანისლავის "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე. 

კლუბი მისით დაინტერესებულია, მაგრამ ტრანსფერის განსახორციელებლად ბევრი რამის მოხდენა იქნება საჭირო.

სტანისლავმა გამომიგზავნა იმის ამსახველი სქრინშოთი, რაც ჩავიმ მასზე თქვა. ამაზე პასუხად ვუთხარი, რომ ჩავი მის შესახებ ხშირად მეკითხება ხოლმე," - თქვა ბრანისლავ იარუსეკმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისთან" საპასუხო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა ლობოტკას უწოდა ფეხბურთელი, რომელიც "ბარსაში" სათამაშოდ საჭირო დონეს აკმაყოფილებს.

სლოვაკს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. 29 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები