როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბული "ალ ჰილალი" რაფინიაში 100 მილიონ ევროს იხდის, ბრაზილიელ შემტევს კი ხელფასის გასამმაგებას სთავაზობს.
SPORT-ის ცნობით, თუ "ბლაუგრანა" რაფინიას მართლაც გაყიდის, ეს წმინდა ფინანსური მოტივით მიღებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან დეკუც და კლუბის ხელმძღვანელობაც 27 წლის შემტევით კმაყოფილია.
ცხადია, ტრანსფერის განხორციელებას თავად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 11-იანის დარწმუნებაც დასჭირდება, ეს კი ადვილი არ არის.
რაფინიამ იცის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, თუმცა მას ლამინ იამალისთვის კონკურენციის გაწევის იმედი აქვს.
სხვათა შორის, ბრაზილიელით "ნიუკასლ იუნაიტედიცაა" დაინტერესებული, მაგრამ "ჯორდებს" არაბების შეთავაზების გადაფარვაში ხელს ფინანსური ფეარ-პლეი უშლით.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში რაფინიას მონაგარი 5 გოლი და 10 ასისტია.