1 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია: რა თანხას ითხოვს "ატლეტიკო" ფელიქსში
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" ზაფხულში ჟოაუ ფელიქსის 60 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდა.
როგორც ჩანს, პორტუგალიელი თავდამსხმელის ამჟამინდელი ღირებულება თავიდან ნათქვამზე ნაკლები აღმოჩნდა, რადგან ესპანური პრესა რამდენიმე თვის განმავლობაში წერდა, რომ "ინდიელები" ჟოაუს 80 მილიონ ევროდ აფასებდნენ.
"ბარსელონასთვის" ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კლუბს ფელიქსში არც 60 მილიონის გადახდა შეუძლია და არც 80-ის.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" უპირატესობას კიდევ ერთწლიან იჯარას ანიჭებენ.
Relevo წერს, რომ "ატლეტიკოს" 24 წლის ფორვარდის კვლავ განათხოვრება არ სურს. თავად ჟოაუს "ბარსაში" დარჩენა აქვს გადაწყვეტილი და კლუბისგან შესაბამის მოქმედებებს ელოდება.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში ფელიქსმა 9 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი