2 წლის წინ
ნიკო "ბარსელონაში" - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ბილბაოს "ატლეტიკის" ახალგაზრდა გარემარბს, ნიკო უილიამსს ისევ უმიზნებს, - იუწყება SPORT.
კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების გასხვისებით იმ თანხას ააგროვებენ, რაც ნიკოს გადასაბირებლად იქნება საჭირო.
უილიამსის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.
21 წლის შემტევს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს "ბლაუგრანას" რამდენიმე მოთამაშესთან. განსაკუთრებით ეს ლამინ იამალსა და ალეხანდრო ბალდეზე ითქმის.
შესაბამისად, ნიკო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურს სიამოვნებით მოირგებდა, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ მას ბასკური კლუბი ძალიან უყვარს და მათ გაშვებას არასდროს მოსთხოვს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში უილიამსმა 6 გოლი და 13 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი