1 თვის წინ
"ბარსა" ჩავის გადასარწმუნებლად ყველაფერს აკეთებს - მორიგი მანევრი
"ბარსა" ჩავის გადასარწმუნებლად ყველაფერს აკეთებს - მორიგი მანევრი

"ბარსელონამ" ჩავი ერნანდესი Barca Foundation-ის ელჩად დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას TV3 ავრცელებს.

კატალონიურ გრანდში საგანგებო ცერემონიას ამზადებენ, სადაც "მაესტროს" ახალ თანამდებობაზე გაჟღერდება ინფორმაცია. აქამდე ეს პოზიცია ალექს როკას ეკავა.

ესპანურ პრესაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ეს გადაწყვეტილება უკვე შეფასდა როგორც ჟოან ლაპორტას კიდევ ერთი მანევრი, რომელიც ჩავის გუნდში დატოვებისკენაა მიმართული.

კლუბში სურთ, რომ 44 წლის სპეციალისტს თავი პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილად აგრძნობინონ და მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლა გადააფიქრებინონ.

მოარული ხმების თანახმად, ლაპორტამ ჩავის ეს პირადადაც სთხოვა, თუმცა ერნანდესი ჯერ უარზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "მაესტრო" "ბარსას" სეზონის ბოლოს ტოვებს და ეს მან 27 იანვარს გვამცნო.


Facebook კომენტარები