ესპანელი ჟურნალისტები არ წყვეტენ ფიქრს "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ცენტრფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ.
მოულოდნელი განცხადებით ამჯერად El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი, ჟოტა ჟორდი გამოირჩა, რომელმაც პირდაპირ ეთერში ასეთი რამ თქვა:
"გავბედავ და ვიტყვი, რომ წელიწად-ნახევარში ერლინგ ჰოლანდი "ბარსელონაში" ითამაშებს."
იმ ფონზე, რომ კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენიდან" მადრიდის "რეალში" მიემართება, ესპანური მედია მსგავს მანევრს "ბლაუგრანასგანაც" ელოდება, თუმცა არა 2024 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე.
როგორც ჩანს, ჟორდის რწმენით, 2025 წლის ზაფხულისთვის "ბარსას" ფინანსური მდგომარეობა იმდენად იქნება გაუმჯობესებული, რომ კლუბს ჰოლანდის დამატების რეალური შანსი ექნება.
ცნობისთვის, ნორვეგიელს "სიტიზენებთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.