logo

რატომ არ მიდის მესი "ბარსელონადან" - ჟურნალისტი მიზეზს ასახელებს

რატომ არ მიდის მესი "ბარსელონადან" - ჟურნალისტი მიზეზს ასახელებს

მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის თავის კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც მას ყოველი წლის პირველ ივლისს შეუძლია "ბლაუგრანა" უფასოდ დატოვოს და ევროპის კონტინენტს მიღმა ნებისმიერ კლუბში ითამაშოს.

მიუხედავად ამისა, კატალონიელ ჟურნალისტ ვალენტინ სანხუანს მიაჩნია, რომ "ლა პულგა" ამ უფლებით არასდროს ისარგებლებს.

"ვფიქრობ, რომ მესი იმიტომ არ ტოვებს "ბარსას", რადგან ის ნამდვილი კულეა." - უთხრა სანხუანმა Radio Marca-ს.

ვალენტინმა ისაუბრა იმ პერსპექტივაზეც, რაც ხერარდ პიკეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტობას ეხება.

"მოგვწონს თუ არა, ეს აუცილებლად მოხდება.

ხერარდი "ბარსას" ყველაზე დიდი ქომაგია და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს იგი კარგად გაართმევს თავს." - ბრძანა ჟურნალისტმა.


4 თვის წინ
658 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ