2 წლის წინ
ჩავი შეიძლება დარჩეს - როდის გადაწყდება "მაესტროს" მომავალი
ავტორი
Aa
ჩავი ერნანდესი თავის მომავალს "ელ კლასიკოს" შემდეგ გადაწყვეტს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, ჟოან ლაპორტა მხარს იმას უჭერს, რომ "მაესტრომ" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგებს აჩვენებს გუნდი სეზონის ბოლომდე.
როგორც ჩანს, 44 წლის სპეციალისტის დარჩენა ბოლომდე გამორიცხული ჯერ კიდევ არ არის.
ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ან ლა ლიგის (რისი შანსიც უფრო დაბალია) მოგება ჩავის აზრის შეცვლის ალბათობას კიდევ უფრო გაზრდიდა.
რაც შეეხება მადრიდის "რეალთან" გასამართ მატჩს, იგი 21 აპრილს უნდა შედგეს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი