4 კვირის და 1 დღის წინ
რას სთავაზობს "პუმა" "ბარსელონას" - "ნაიკთან" შედარება
რას სთავაზობს "პუმა" "ბარსელონას" - "ნაიკთან" შედარება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" სათამაშო მაისურების დამამზადებელი კომპანიის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ საჯარო განცხადებითაც დაადასტურა.

"ნაიკის" ჩანაცვლების მთავარი კანდიდატი ახლა "პუმაა". SPORT-ის ინფორმაციით, "პუმა" კატალონიურ გრანდს ასეთ რამეს სთავაზობს:

1. 10 წლიანი კონტრაქტი, რომელიც 2025 წლიდან შევა ძალაში

2. 100 მილიონი ევრო ხელმოწერის ბონუსად

3. ფიქსირებული 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად

4. ბონუსად 20 მილიონი ევრო ყოველწლიურად, რაც გაყიდული მაისურების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული

"პუმასგან" "ბარსამ" წელიწადში შეიძლება 120 მილიონი ევრო მიიღოს. შედარებისთვის, "ნაიკისგან" კლუბის წლიური სარგებელი "სულ რაღაც" 66 მილიონი ევრო გახლავთ.

აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არაა, თუ რატომ გადაწყვიტა "ბარსამ" მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის წერტილის დასმა.

მიუხედავად ამისა, გვახსოვდეს ისიც, რომ "ნაიკთან" კონტრაქტის გაწყვეტა საკმაოდ რთული პროცესი იქნება.


Facebook კომენტარები