1 წლის და 1 თვის წინ
ჩავი: "შენ უგებ "რეალს" 1:0-ს და ეს საკმარისი არაა"
ჩავი: "შენ უგებ "რეალს" 1:0-ს და ეს საკმარისი არაა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ვალენსიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჟურნალისტების შეკითხვები უმეტესწილად ხუთშაბათს მოგებულ "კლასიკოს" შეეხებოდა. "რეალთან" გამარჯვების განხილვას 43 წლის სპეციალისტმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო.

"რეალთან" ესპანეთის სუპერთასზე მოპოვებული გამარჯვებით უფრო კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე თასზე მოგებული მატჩით.

მაშინაც კი, როცა ვიგებთ, ხალხი კმაყოფილი არ არის. კოპა დელ რეის ნახევარფინალში უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ესპანეთის სუპერთასის ფინალი უფრო მომეწონა, რადგან იქ ვდომინირებდით. ვხედავ, რომ ამაზე დიდი ხმაურია ატეხილი. სწორედ ამიტომაა "ბარსელონა" სამუშაოდ ყველაზე რთული კლუბი მსოფლიოში.

შენ უგებ "რეალს" 1:0-ს და ეს საკმარისი არ არის. ეს გასულ წელსაც ვთქვი და შემომიტიეს. "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. მათი პრესინგის დაძლევა იოლი არ არის," - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კატალონიელებმა ედერ მილიტაოს ავტოგოლით გაიმარჯვეს.

რაც შეეხება "ბარსასა" და "ვალენსიას" ჯახს, ის ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები