1 თვის და 2 კვირის წინ
მოულოდნელი გადაწყვეტილება - რას უპირებს "ბარსა" ინიგოს
მოულოდნელი გადაწყვეტილება - რას უპირებს "ბარსა" ინიგოს

"ბარსელონა" ზაფხულში ინიგო მარტინესის გაშვებაზე მუშაობს, - იუწყება SPORT.

კატალონიური გრანდის გადაწყვეტილების მიზეზი სპორტული თვალსაზრით არ არის განპირობებული და უფრო გუნდის მენეჯმენტს ეხება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ბლაუგრანას" შემადგენლობაში მაღალი დონის ცენტრალური მცველების მოჭარბებულმა რაოდენობამ მოიყარა თავი.

ინიგოს წასვლას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" სახელფასო განაკვეთის შემცირების გზადაც ხედავენ. კლუბი 32 წლის უკანახაზელს ახალი გუნდის პოვნაში აუცილებლად დაეხმარება.

ცხადია, ბასკი მცველის გაყიდვისკენ "ბარსას" პაუ კუბარსის საოცარი თამაშიც უიოლებს. გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბში უნდათ, რომ მომდევნო სეზონში პირველ გუნდში თამაშის შანსი მიკაილ ფაიესაც მიეცეს.

შეგახსენებთ, რომ მარტინესი "ბლაუგრანამ" 2023 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

"ბარსელონას" მაისურით ინიგომ სულ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები