7 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის შეიძლება გაცვლა შედგეს
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის შეიძლება გაცვლა შედგეს

"ბარსელონას" 32 წლის ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჯერ SPORT-მა დაწერა, ახლა კი მსგავს ინფორმაციას Relevo-ც ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ბასკი უკანახაზელის სიტუაციას აქტიურად აკვირდება მადრიდის "ატლეტიკო".

"როხიბლანკოში" ინიგოს სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ საინტერესო შესაძლებლობად განიხილავენ. სხვათა შორის, არაა გამორიცხული, რომ მარტინესი "ბარსამ" მადრიდში ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერის განხორციელების ფასადაც გაუშვას. ცხადია, თუ ბარტერი შედგა, კატალონიელებს გარკვეული თანხის დამატებაც მოუწევთ.

Relevo-მ ისიც გვითხრა, თუ რატომ ფიქრობს "ბარსელონას" გამოცდილი მცველის გაყიდვაზე:

"მიუხედავად იმისა, რომ ინიგოს ორწლიანი კონტრაქტი აქვს, მისი ლა ლიგაში რეგისტრაცია მხოლოდ ერთი სეზონით იყო გარანტირებული. ჰიპოთეტურად, თუ მარტინესი "ბარსაში" დარჩება და კლუბი მას ვერ დაარეგისტრირებს, ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდა მაინც მოუწევს."

გარდა ამისა, ბასკი მცველის პოზიციებს საგრძნობლად შეასუსტებს გუნდში რონალდ არაუხოს დარჩენაც, რადგან მას სათამაშო დრო თითქმის აღარ ექნება.



Facebook კომენტარები