1 თვის და 2 კვირის წინ
მარკეტინგული ბომბი - რას უპირებს "ბარსელონა" იამალს
მარკეტინგული ბომბი - რას უპირებს "ბარსელონა" იამალს

"ბარსელონაში" უკვე განიხილავენ 10-ნომრიანი მაისურის ლამინე იამალისთვის შემდეგივე სეზონში ჩაბარებას, - იუწყება ესპანელი ჟურნალისტი, ადრიან სანჩესი.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფიქრობენ, რომ 16 წლის შემტევისთვის კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნომრის გადაცემა მარკეტინგული ბომბის აფეთქების ტოლფასი იქნება.

ლამინის მაისურები რომ რეკორდული რაოდენობით გაიყიდება, ამის პროგნოზირება იოლია იქიდან გამომდინარე, თუ რა სურათია დღევანდელი მოცემულობითაც კი. იამალი ახლა 27 ნომრით თამაშობს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ხელი არ შეუშლია, რომ კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში მარტში გაყიდული მაისურებით მეორე ადგილზე ყოფილიყო.

ტოპ 5 ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი

2. ლამინ იამალი

3. პაბლო გავი

4. პედრი გონსალესი

5. ფრენკი დე იონგი

წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზრდება იამალის გაყიდული მაისურების რიცხვი, როცა მას ზურგზე არა 27, არამედ 10 ეწერება.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ბოლო ათიანი ანსუ ფატი გახლდათ, რომელიც ახლა ინგლისურ "ბრაიტონშია" განათხოვრებული.


Facebook კომენტარები