1 თვის და 2 კვირის წინ
რატომ გაუმჯობესდა კუნდეს ფორმა - 2 მიზეზი
რატომ გაუმჯობესდა კუნდეს ფორმა - 2 მიზეზი

"ბარსელონას" ფრანგი მცველი, ჟიულ კუნდე, რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, ბოლო პერიოდში საოცარ ფორმაში შევიდა. SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ამას ორი მიზეზი აქვს.

პირველი ის გახლავთ, რომ 27 წლის უკანახაზელი სავარჯიშო სესიებზე დამატებით იხარჯება, რათა კონდიციები გაიუმჯობესოს. ძირითადი სესიების მერე ის რეზერვებთანაც ვარჯიშობს ხოლმე, ძალების აღდგენის ნაცვლად. ჟიული ასე ათლეტურობასა და გამძლეობას იზრდის.

მეორე ფაქტორი კი ჩავის გადაწყვეტილებაა. როგორც ირკვევა, ვარჯიშებზე გუნდის მთავარი მწვრთნელი კუნდეს დაცვითი ტიპის ნახევარმცველად ათამაშებს, რათა ტექნიკა და პასის კულტურა დაუხვეწოს.

ესპანური პრესის თანახმად, "ბარსა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჟიულის გაყიდვას არ დააპირებს. კლუბში მის უნივერსალურობას, რაც დაცვის მარჯვენა ფრთასა და ცენტრში თანაბარი წარმატებით თამაშში გამოიხატება, განსაკუთრებით აფასებენ.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ჟიულმა 2 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები