logo

Hola, Negro - დღე, როცა მესი რასიზმში დაადანაშაულეს

"ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის ფეხბურთში ბევრი მტერი ნამდვილად არ ჰყავს. "ლა პულგა" კონფლიქტური ხასიათს ძალიან იშვითად ამჟღავნებს, რამაც ხელი შეუწყო მას, რომ პრაქტიკულად უმწიკვლო კარიერა ჰქონოდა.

მიუხედავად ამისა, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელის გარშემოც მოიძებნება გარკვეული სკანდალები...

2012 წელს ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, დრენტემ, რომელიც ოდესღაც მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, ლეო რასიზმში დაადანაშაულა.

"მესისთან ბევრჯერ მითამაშია და ჩვენ ყოველთვის პრობლემები გვქონდა.

იცით რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად? ტონი, რომლითაც იგი გამუდმებით Negro, Negro-ს იძახის (Negro - არაპოლიქკორექტულად მიჩნეული მიმართვა შავკანიანებისადმი :) ). მესმის, რომ სამხრეთ ამერიკაში ეს სიტყვა მიღებულია, მაგრამ მე ამას ვერ ვიტან.

როცა "ჰერკულესი" "ბარსას" ეთამაშა, მასთან მცირე შეხლა-შემოხლა მომივიდა. მატჩის მიმდინარეობისას მან რამდენჯერმე მითხრა: "გამარჯობა, Negro!" - ამბობდა დრენტე.

საინტერესოა, რომ მატჩი, რომელიც დრენტემ ახსენა, კატალონიელებმა 2010 წელს, "კამპ ნოუზე" წააგეს - 0:2. მიუხედავად ამისა, მესიმ მაინც მოახერხა, რომ დრენტესთვის საფეხბურთო გაკვეთილი ჩაეტარებინა. ამის ამსახველ ვიდეოს კი ზემოთ იხილავთ.


2 კვირის წინ
342 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ