logo

სამი გაცვლა, რომელიც შესაძლოა "ბარსასა" და "იუვეს" შორის შედგეს

სამი გაცვლა, რომელიც შესაძლოა "ბარსასა" და "იუვეს" შორის შედგეს

ბოლო დღეებია "იუვეს" ფეხბურთელებს "ბარსასთან"(და პირიქით) აქტიურად აკავშირებენ.

"Tuttosport" გვთავაზობს სამ გაცვლას, რომელიც შესაძლოა კატალონიელებსა და ტურინელებს შორის შედგეს.

პირველი მათგანს მედია აქტიურად განიხილავს. საუბარია, პიანიჩი არტურის ბარტერზე.

მოგეხსენებათ, ამ გაცვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება. გავრცელებული ცნობების მიხედვით, მირალემმა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

მეორე ბარტერი მარჯვენა მცვლებს ეხებათ. მოგეხსენებათ, ისევე როგორც დე შილიო, ასევე სემედუც თავიანთი გუნდების დატოვებასთან ძალიან ახლოს არიან. შესაბამისად. "Tuttosport" ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ პორტუგალიელისა და იტალიელის გაცვლას განიხილავს.

და ბოლოს, საუბარია ასევე ტოდიბო რუგანის ბარტერზე. შეგახსენებთ, რომ ფრანგი "შალკეში" იჯარის წესით თამაშობს და ის სეზონის ბოლოს "ბარსას" რიგებს დაუბრუნდება.

4 თვის წინ
514 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 486
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ