სულ რაღაც 10 დღეში "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენთან" საგარეო მატჩს ჩაატარებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა ეცდება.
ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" უმნიშვნელოვანესია, რომ "პარკ დე პრენსზე" გასამართ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდნენ. მთავარ შეკითხვას ახლა ის წარმოადგენს, მოასწრებენ თუ არა ფრენკი დე იონგი და პედრი გონსალესი დაბრუნებას.
ნიდერლანდელ ნახევარმცველზე დღეს ახალი არაფერი დაწერილა, პედრის პარიზში თამაშს კი SPORT-ი თითქმის გამორიცხავს.
21 წლის ვარსკვლავი უკვე მინდორზე ვარჯიშობს, თუმცა იმის შანსიც კი, რომ იგი მეოთხედფინალური ჯახის განმეორებით მატჩში მიიღებს მონაწილეობას, მხოლოდ 50%-ია.
პედრის დაბრუნებას მხოლოდ 21 აპრილს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ გონსალესმა კუნთი 3 მარტს, ბილბაოს "ატლეტიკთან" შეხვედრაში დაიზიანა.