7 თვის და 4 კვირის წინ
"კლასიკოში" 2 ლიდერის გარეშე - რას ითხოვენ მადრიდში
"კლასიკოში" 2 ლიდერის გარეშე - რას ითხოვენ მადრიდში

"ლას პალმასთან" მოგებულ შეხვედრაში, რობერტ ლევანდოვსკისა და ჟოაუ კანსელუს მიერ მიღებული ყვითელი ბარათები მათთვის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 აღმოჩნდა, რაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის ტოლფასია.

"ბარსელონას" ვარსკვლავებმა "კადისთან" დაპირისპირება უნდა გამოტოვონ, "ელ კლასიკოს" კი ყოველგვარი ზედმეტი ტვირთის გარეშე შეხვდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, Marca ასე არ ფიქრობს.

მადრიდულმა გამოცემამ ძალიან საინტერესო მოთხოვნა წამოაყენა.

"ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარული კოდექსის მიხედვით, ლევანდოვსკიმ და კანსელუმ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ და, შესაბამისად, "ელ კლასიკო" გამოტოვონ, რადგან გუშინ მათ ყვითელი ბარათი განზრახ მიიღეს," - ვკითხულობთ სტატიაში.

ცხადია, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შანსი მიზერულია, რადგან შეუძლებლად ჩანს დაამტკიცო ის, რომ ფეხბურთელმა მსაჯს გაფრთხილება თავისი სურვილით გამოსტყუა. საინტერესოა ისიც, რომ "კადისთან" მატჩს ინიგო მარტინესიც ტოვებს, თუმცა "რეალის" წინააღმდეგ მის თამაშზე Marca პრეტენზიას არ გამოთქვამს.

აქვე გეტყვით, რომ "ელ კლასიკო" 21 აპრილსაა ჩანიშნული.


Facebook კომენტარები