1 წლის და 8 თვის წინ
ტერ შტეგენი განსხვავებული ფორმით ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩს ჩაატარებს "ვალენსიას" წინააღმდეგ.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანას" გოლკიპერი მარკ ანდრე ტერ შტეგენი ხვალ შავი ეკიპირებით ითამაშებს. არადა, მიმდინარე სეზონში მას მწვანე ფორმა აცვია ხოლმე.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბილბაოს "ატლეტიკის" ლეგენდარული კიპერის, ხოსე ანხელ ირიბარის 80 წლის იუბილეა.
ბასკურმა კლუბმა ლა ლიგის დანარჩენ 19 გუნდს სთხოვა, რომ ირიბარის საპატივსაცემოდ გოლკიპერებს შავი ფორმებით ეთამაშათ. სწორედ ამიტომ, ხვალ გიორგი მამარდაშვილსაც შავი ფერის ფორმაში ვიხილავთ.
ირიბარმა "ატლეტიკში" 18 სეზონი გაატარა. ბასკების ღირსება მან 614 მატჩში დაიცვა.
რაც შეეხება კატალონიურ-ვალენსიურ ჯახს, ხვალ ის თბილისის დროით 19:15 საათიდან აიღებს სტარტს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ