გასულ უქმეებზე, ჩვენ ვნახეთ ჟოაო ფელიქსი, რომელიც სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, გადამწყვეტი საგოლე გადაცემაც მიითვალა და მატჩის საბოლოო ბედიც გადაწყვიტა. ფელიქსს ამისათვის მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა.
ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ახლა ფელიქსი უკეთ თამაშობს ბარსაში, ვიდრე მადრიდის ატლეტიკოში ყოფნის დროს.
თავად განსაჯეთ ფელიქსის სტატისტიკა, მას შემდეგ რაც ის გასულ წელს ატლეტიკოდან ბარსას შეუერთდა:
2019/20: 9 გოლი, 3 საგოლე გადაცემა, 36 თამაში
2020/21: 10 გოლი, 6 საგოლე გადაცემა, 40 თამაში
2021/22: 10 გოლი, 6 საგოლე გადაცემა, 35 თამაში
2022/23: 5 გოლი, 1 საგოლე გადაცემა, 20 თამაში
2023/24 სეზონი ბარსაში: 9 გოლი 6 საგოლე პასი, 35 თამაში*
ამრიგად, ფელიქსის საუკეთესო სეზონი "ატლეტიკოში" იყო 2021/22, სადაც მან 16 გოლში მიიღო მონაწილეობა. ამ სეზონში მას უკვე 15 მსგავსი მოქმედება აქვს ბარსაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ორი სჭირდება, საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად
იმის გათვალისწინებით, რომ ფელიქსი "ბარსაში" შემცირებულ როლს თამაშობს, წლის დასაწყისიდან, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის სულაც არ არის ცუდ ფორმაში.
ალბათ, ამიტომაც ამბობს "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, რომ კლუბი ზაფხულში ყველაფერს გააკეთებს 24 წლის თავდამსხმელის შესანარჩუნებლად.