სქოულზი: "ბარსელონა" ყოველთვის მომწონდა

სქოულზი: "ბარსელონა" ყოველთვის მომწონდა

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდალურმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა თავის ბოლო ინტერვიუში მრავალ თემაზე ილაპარაკა. 

წითურ პრინცს ისიც ჰკითხეს, თუ რომელი გუნდის სანაცვლოდ დატოვებდა "ოლდ ტრაფორდს" თავისი კარიერის ჟამს, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.

"სადმე სხვაგან წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია. ვიყავი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვთამაშობდი კარგ ფეხბურთს და ვიგებდი ტიტულებს.

უცხოური კლუბებიდან მე ესპანეთში "ბარსელონა" მომწონდა, ხოლო იტალიაში - "მილანი." - განაცხადა სქოულზმა.

6 თვის წინ
751 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 62
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ