logo

"ამისთვის ძალიან მოხუცი ხარ" - მესი აგუეროს ეხუმრა

"ამისთვის ძალიან მოხუცი ხარ" - მესი აგუეროს ეხუმრა

"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ფორვარდი, კუნ აგუერო კარანტინის ჟამს ქომაგებს სხვადასხვა ვიდეოთამაშების პირდაპირ ეთერში გადმოცემით ართობს.

სერხიო ფიფა 20-ს თამაშობდა, როცა მას Whatsapp-ის ჩათის საშუალებით "ბარსელონას" კაპიტანი და აგუეროს საუკეთესო მეგობარი, ლიონელ მესი დაუკავშირდა.

თანამემამულეებს შორის საინტერესო საუბარი გაიმართა.

მესი: "ფიფას რეიტინგებს მნიშვნელობა არ აქვს."

აგუერო: "ეს სიმართლეა, რიცხვები იტყუებიან. წინად 87 სარეიტინგო ქულის მქონე ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი შემისრულა და ყველა პოზიციიდან გამიტანა.

მესი: "ვიდეოთამაშებისთვის ძალიან მოხუცი ხარ!"

აგუერო: "კი, მოხუცი ვარ, თუმცა წვერიც ძალიან მოკლე მაქვს, არა?"

შემდგომ "ბარსას" ათიანი დასაძინებლად წავიდა, კუნი კი მას თავის მაყურებელთან ერთად დაემშვიდობა: "მოდი, ღამე მშვიდობისა ვუსურვოთ ლეოს, ჩვენ კი თამაში განვაგრძოთ!"

5 თვის წინ
1075 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ