2 წლის წინ
"ბარსამ" ამორიმი გამორიცხა - მიზეზი ცნობილია
ავტორი
Aa
პორტუგალიელი ჟურნალისტი, პედრო სეპულვედა იუწყება, რომ "ბარსელონა" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რუბენ ამორიმის დანიშვნით დაინტერესებული აღარაა.
39 წლის სპეციალისტის მიერ ლისაბონის "სპორტინგთან" დადებული კონტრაქტის გამოსყიდვა 15 მილიონი ევრო ჯდება, რისი გადახდის სახსრებიც კატალონიელებს არ მოეძევებათ.
ამორიმის გადაბირებასთან ახლა ყველაზე ახლოს მერსესაიდული "ლივერპულია".
რუბენი ლისაბონურ კლუბს 2020 წლიდან წვრთნის. "ლომებს" მან ერთხელ პორტუგალიის ჩემპიონატი მოაგებინა, ორჯერ კი - პორტუგალიის თასი.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესმა ზაფხულში "ბარსას" დატოვების გადაწყვეტილება 27 იანვარს, "ვილიარეალთან" მარცხის შემდეგ გამოაცხადა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 4 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი