გავრცელებული ინფორმაციით, ჰანსი ფლიკს ძალიან მოსწონს ბარსელონაში გადასვლის იდეა. "The Athletic"-ის ცნობით, ფლიკსა და კლუბს შორის კომუნიკაცია შედგა. თუმცა, გერმანელი სპეციალისტის ინგლისური თუ ესპანური ენების არც თუ ისე მაღალ დონეზე ცოდნამ, გამოიწვია ეჭვები ფეხბურთელებთან არაეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობის შესახებ.
"ბლაუგრანას" ასევე უკავშირებენ თომას ტუხელს, რომელიც სეზონის ბოლოს "მიუნხენის ბაიერნს" დატოვებს, მაგრამ 50 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა ბოლო პერიოდში ვერ აქცევს მის ვარიანტს მიმზიდველად, ვინაიდან, ის ჯერ "ჩელსიდან", "პსჟ"დან ბოლოს კი "ბაიერნიდანაც" კონტრაქტის ამოწურვამდე გაათავისუფლეს.
მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს ჩავიმ კლუბის დატოვებაზე გამოაცხადა, "ბარსელონამ" 11 მატჩში 8 მოგება და 3 ფრე დააფიქსირა ყველა ტურნირზე.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება, თუ ჩავი კლუბის დატოვებას გადაიფიქრებს.