2 კვირის და 2 დღის წინ
დარჩება თუ არა ჩავი - რას ატყობენ ფეხბურთელები მწვრთნელს
დარჩება თუ არა ჩავი - რას ატყობენ ფეხბურთელები მწვრთნელს

"ბარსელონას" გასახდელში სჯერათ, რომ ჩავი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩება, - იუწყება SPORT.

ფეხბურთელები ჩავის განსხვავებულ ხასიათზე ყოფნას ატყობენ. "მაესტრო" ძალიან მოტივირებულია და სჯერა, რომ წნეხისგან სრულად განთავისუფლდა.

44 წლის სპეციალისტის მოსაზრებას ამყარებს ის კარგი დინამიკაც, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თამაშში შეიმჩნევა. ერთი რამ აშკარაა: მას მერე, რაც "მაესტრომ" თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა (27 იანვარს, "ვილიარეალთან" მარცხის შემდეგ), გუნდი უკეთ ათამაშდა.

წყაროს თანახმად, თუ ერნანდესი დარჩება, იგი კლუბს პირობებს წაუყენებს.

"ბარსას" ჯერ კიდევ მოქმედ მესაჭეს გუნდის შესამჩნევად გაძლიერება უნდა. მის სასურველ სამიზნეებად მარტინ ზუბიმენდი (რეალ სოსიედადი) და ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი) მიიჩნევიან.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის ეგიდით, "პსჟ-ს" წინააღმდეგ ჩაატარებს.


Facebook კომენტარები