8 თვის წინ
იქნებიან თუ არა პედრი და ფრენკი პარიზში - ბოლო ცნობები
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პედრი გონსალესმა და ფრენკი დე იონგმა გუნდთან ერთად ვარჯიში კვირის ბოლოს უნდა განაახლონ.
ცხადია, ყველაფერი ახლა იმისთვის კეთდება, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველებმა "პარი სენ ჟერმენთან" გასამართ პირველივე მატჩში მიიღონ მონაწილეობა.
წყაროს თანახმად, დე იონგსა და პედრის "პარკ დე პრენსზე" თამაშის თანაბარი შანსები აქვთ.
ფრენკიმ თანაგუნდელებს უკვე მიანიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ლუის ენრიკეს გუნდის წინააღმდეგ თამაში შეეძლება. პედრი უფრო თავშეკავებულია, ზედმეტად გარისკვა არ სურს.
21 წლის ესპანელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ 100%-იან მზადყოფნაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური ჯახი 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ