8 თვის წინ
რა შანსი აქვს "ბარსას" "პსჟ-სთან" - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
რა შანსი აქვს "ბარსას" "პსჟ-სთან" - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

Opta-ს სუპერკომპიუტერი, The Analayst-ი ვარაუდობს, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე "პსჟ-სთან" მარცხით გამოეთიშება.

ალგორითმი "ბლაუგრანას" ნახევარფინალში გასვლის შანსს 42.1%-ით განსაზღვრავს, პარიზელთა წარმატების ალბათობას კი 57.9%-ით აფასებს.

სხვათა შორის, სუპერკომპიუტერის პროგნოზი ფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ-ს" დაპირისპირებაა. ტიტულის მოგების მთავარ ფავორიტებად კვლავ "ქალაქელები" მიიჩნევიან.

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" "პსჟ-ს" ბოლოს 2021 წელს, მერვედფინალურ სტადიაზე შეხვდა. ორი მატჩის ჯამში კატალონიელებმა მაშინ გამანადგურებელი სხვაობით, 2:5 წააგეს.

პარიზულ-ბარსელონური დუელის პირველი დაპირისპირება 10 აპრილს "პარკ დე პრენსზე" გაიმართება.


Facebook კომენტარები