1 თვის წინ
ფელიქსი: "ბარსაში" ამ ფეხბურთელის მოყვანას ვისურვებდი"
ფელიქსი: "ბარსაში" ამ ფეხბურთელის მოყვანას ვისურვებდი"
ავტორი
Aa

გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, ბერნარდო სილვა ზაფხულში კლუბის დატოვებას განიხილავს, ასევე მისი დიდი სურვილია ითამაშოს "ბარსაში". ჩავის სიმპათიებიც პორტუგალიელის მიმართ ახალი ამბავი არაა, რაც მისი კლუბში მწვრთნელად დარჩენის შემთხვევაში ძალიან რეალურად აქცევს ამ ტრანსფერს. 

საქმე იმაშია, რომ სილვას კონტრაქტში ჩაწერილია სპეციალური პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ის "ბარსაში" გადავა, მისი სატრანსფერო ღირებულება 58 მილიონი ევრო იქნება. ახლა კი კლუბმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მისი შეძენის შესახებ.

ამ ფაქტს თავის მხრივ გამოეხმაურა 29 წლის შემტევი ნახევარმცველის თანამემამულე - ჟოაო ფელიქსი, რომელმაც, ;;Jijante''სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით იხილავდა სილვას "ბარსელონას" ფორმაში. მისი აზრით "სიტის" 20-იანი სტილისტურად ძალიან მოუხდება "ბლაუგრანას" სათამაშო სტილს.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვას "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში შემდეგია: ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 9 გოლი და 6 ასისტი.


Facebook კომენტარები