1 თვის წინ
საუკეთესო შედეგი გუნდში - რაში ლიდერობს ფატი "ბრაიტონს"
საუკეთესო შედეგი გუნდში - რაში ლიდერობს ფატი "ბრაიტონს"
ავტორი
Aa

როგორც უკვე ვიცით, ესპანელი თავდამსხმელი ანსუ ფატი 2023 წელს "ბარსადან" იჯარის წესით "ბრაიტონში" გადავიდა, სადაც მისი პრემიერლიგური კარიერა ესპანელი სპეციალისტის, რობერტო დე ძერბის ხელში აღმოჩნდა.

 მას შემდეგ, რაც ფატიმ დეკემბერში უმძიმესი ტრავმა მიიღო, მან სამი თვე იუქმა და ამ სეზონში "ბრაიტონის" შემადგენლიბაში მხოლოდ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც მხოლოდ ერთში ითამაშა 90 წუთი. ყველაფერი კი იმის მაჩვენებელია, რომ ანსუ ჯერ კიდევ ვერ შევიდა თავის საუკეთესო ფორმაში. 

მიუხედავად ამისა, ფატის აშკარა ნიჭის არ დანახვა შეუძლებელია, ვინაიდან მან მაინც მოახერხა და ამ სეზონში ინგლისურ კლუბში ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მისი მოსალოდნელი გოლში მონაწილეობა კი (xGA) შეადგენს 0,77 თამაშში, რაც საუკეთესოა ამ ეტაპისთვის "ბრაიტონში". 

შეგახსენებთ, რომ ბრაიტონი მიმდინარე სეზონში 43 ქულით მე-9 ადგილს იკავებს პრემიერლიგურ ცხრილში.


Facebook კომენტარები