logo

დაივიწყეთ ლაუტარო! - სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინოს "ბარსამ" ფირმინო

დაივიწყეთ ლაუტარო! - სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინოს "ბარსამ" ფირმინო

რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ბოიან კრკიჩმა, გუნდს ლაუტარო მარტინესის ნაცვლად, "ლივერპულის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, რობერტო ფირმინოს შეძენა ურჩია. 

ეს რჩევა Tribuna.com-ის ჟურნალისტებსაც ჭკუაში დაუჯდათ და შემოგვთავაზეს მიზეზები, რომელთა გათვალისწინებით, ფირმინოს შეძენა მართლაც უკეთესი ვარიანტი იქნება, ვიდრე ლაუტარო.

დაუნდობლობა

"ბარსელონას" ისეთი თავდამსხმელი სჭირდება, რომელსაც მკვლელის ინსტინქტი ექნება და გუნდებს დაუნდობლად გაუსწორდება და თავს განსაკუთრებით დიდ მატჩებში გამოიჩენს. ბობი ფირმინო სწორედ ასეთია. 2015 წლის შემდეგ მან "ლივერპულში" 77 გოლი და 59 ასისტი მიითვალა. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ბრაზილიელის მრავალმხრივობასაც უსვამს ხაზს. გამოდის, რომ ბობიმ ჯამში 137 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია. მან დაამტკიცა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.

ტექნიკა

გოლების გატანისა და ასისტების უნარის გარდა, ფირმინოს ბრწყინვალე ტექნიკაც აქვს, რაც "ბარსას" მოთამაშისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. მას ასევე კარგად შეუძლია, ახალ ტაქტიკასა და სისტემას შეეგუოს. 

ფირმინო შესანიშნავ ტრიოს ქმნის მოჰამედ სალაჰთანა და სადიო მანესთან. გარკვეული პერიოდით ფლანგზე თამაშის შემდეგ, მან ცხრიანის პოზიცია შესანიშნავად შეითავსა. ის ბრწყინვალე თანაგუნდელიცაა. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ბობი ლეო მესის კარგად შეეწყობა, რაც "ბარსაში" თავის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია.

გამოსასყიდი თანხა

ბრაზილიელს ლაუტაროსთან შედარებით ბევრად დაბალი სატრანსფერო ღირებულება აქვს. ის Transfermarket-ზე 72 მილიონ ევროდაა შეფასებული, ლაუტარო კი - 111 მილიონად. ფირმინო ბევრად გამოცდილიცაა, რაც არცთუ უსაფუძვლოდ გვაფიქრებინებს, რომ "ინტერის" ცხრიანის ნაცვლად მისი მოყვანა სრულიად შეიძლება, უკეთესი იყოს.

არ გამოვრიცხოთ, "ბარსელონამ" ეს მიზეზები გაითვალისწინოს და ფირმინო მართლაც იყიდოს. Tribuna.com-მა უკვე ივარაუდა შემადგენლობა, რომლითაც "ბარსა" ამ ტრანასფერის განხორციელების შემთხვევაში ითამაშებს.


3 კვირის წინ
324 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ