7 თვის და 3 კვირის წინ
"სიტიმ" კანსელუს ფასი დაადო - "ბარსას" საქმე ურთულდება
"სიტიმ" კანსელუს ფასი დაადო - "ბარსას" საქმე ურთულდება

"მანჩესტერ სიტი" ზაფხულში ჟოაუ კანსელუს სანაცვლოდ 40-50 მილიონ ევროს მოითხოვს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, ალბერტო მარტინესი.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთა ეს გადაწყვეტილება დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს "ბარსელონას", რადგან კატალონიური გრანდი მარცხენა მცველში მხოლოდ 30 მილიონი ევროს გადასახდელად გახლდათ მზად.

ისე კი, უნდა ითქვას, რომ "ბარსას" ჯერ ფინანსური ფეარ პლეის 1:1 წესზე (ყოველ დაზოგილ ევროზე ევროს დახარჯვის უფლება) მოუწევს დაბრუნება, რათა ტრანსფერის განხორციელების შანსი რეალური გახადოს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ხელსაყრელი იქნებოდა პორტუგალიელის იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება, თუმცა "ეტიჰადზე" ამ ვარიანტს არც კი განიხილავენ.

29 წლის ფლანგელით დაინტერესებულია მიუნხენის "ბაიერნი".

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში კანსელუმ 4 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები