8 თვის წინ
ფეხბურთელი გიჟივით ვარჯიშობს - მან ჩავი უნდა დაარწმუნოს
ფეხბურთელი გიჟივით ვარჯიშობს - მან ჩავი უნდა დაარწმუნოს

ჟოაუ ფელიქსი თავდაუზოგავად ვარჯიშობს, რათა ჩავიმ "პარი სენ ჟერმენთან" მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დააწყებინოს, - იუწყება ჟურნალისტი ივან სან ანტონიო.

პორტუგალიელ თავდამსხმელს "ბარსელონას" ბოლო 3 ევროპული მატჩი სათადარიგოთა სკამიდან აქვს დაწყებული. ამ 3 შეხვედრაში მან სულ 13 წუთი ითამაშა, ბოლოს კი თავი "პორტუს" კარში გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

უკანასკნელი შეხვედრები გვაფიქრებინებს, რომ "ბარსას" თავკაცი 24 წლის შემტევს უფრო ეფექტურ რეზერვისტად ხედავს, ვიდრე ძირითადი თერთმეტეულის წევრად.

მიუხედავად ამისა, ფელიქსი დანებებას არ აპირებს. მომდევნო კვირამდე იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა "პარკ დე პრენსის" მინდორზე პირველივე წუთებიდანვე იდგეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური ჯახი 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები