"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით 74.328 მილიონი ევრო გამოიმუშავა. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.
როგორც ირკვევა, "ბლაუგრანა" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მიმდინარე სეზონში გამომუშავებული თანხით მხოლოდ ერთ მეოთხედფინალისტს უსწრებს. ეს ლონდონის "არსენალია". "მეთოფეთა" აქტივში 68.436 მილიონი ევროა.
საუკეთესო ოთხეული ასე გამოიყურება:
"მანჩესტერ სიტი"- 89 მილიონი ევრო
"რეალი"- 86.7 მილიონი ევრო
"ბაიერნი" - 86 მილიონი ევრო
"პარი სენ ჟერმენი" - 76.2 მილიონი ევრო
კატალონიურ გრანდს მცირედით უსწრებს მადრიდის "ატლეტიკო", რომლის მონაგარიც 75 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს თავიანთი გამომუშავებული თანხის კიდევ უფრო გაზრდაც შეუძლიათ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა სტადიაზე დაასრულებენ ჩემპიონთა ლიგაზე წლევანდელ გამოსვლას. "ბარსას" მეოთხედფინალში მეტოქედ "პსჟ" ჰყავს, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი "ატლეტიკოსა" და "ბორუსია დორტმუნდს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.