4 კვირის წინ
ბიძაშვილები "ლა მასიიდან" - ახალი ტალანტების ამბავი
ბიძაშვილები "ლა მასიიდან" - ახალი ტალანტების ამბავი
ავტორი
Aa

გილერმო (გილი) და ტონი ფერნანდესები 15 წლის ბიძაშვილები არიან. გილი ნახევარმცველია, რომელიც გასულ შაბათ-კვირას "ბარსას" ახალგაზრდული გუნდის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. გასაკვირი არცაა, რომ ის აკადემიის მომავალ ვარსკვლავად ითვლება. 

ტონი კი მემარცხენე ფორვარდია, რომელიც ჩვეულებრივ 9 ნომრად თამაშობს, თუმცა შეუძლია თავისუფლად მოირგოს სხვა შემტევი პოზიციებიც. ის თავისი ასაკის კვალობაზე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ბოლო კვირებში ჩავი მას პირველ გუნდთან ერთად ავარჯიშებდა დასაკვირვებლად. 

უკვე გვაქვს ლამინ იამალისა და პაუ კუბარსის შემთხვევები, რომელიც უდავოდ განსაკუთრებულია. "ბარსასათვის" კი ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ "ლა მასია" აგრძელებს ტალანტების გამომუშავებას. სპორტის ჟურნალისტის - ფერან მარტინესის აზრით, ბიძაშვილი ფერნანდესები მომავალ თაობას უძღვებიან და ახლა მხოლოდ დროის საკითხია, რომ ისინი პირველ გუნდში თავიანთ თავებს ძალიან მალე დაიმკვიდრებენ.


Facebook კომენტარები