1 წლის და 5 თვის წინ

გადაწყვეტილება შეიცვალა - "ბარსას" გზავნილი კაპიტანს

ავტორი
Aa
"ბარსელონამ" სერხი რობერტოს აცნობა, რომ ჩავის რეკომენდაციითა და ბოლო კვირების განმავლობაში მისი კარგი გამოსვლების შემდეგ, კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით განახლება სურთ.
სპორტის ჟურნალისტის - გაბრიელ სანსის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში დაიწყება.
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა სერხი რობერტოს კარგ ფორმაზე და მისი გუნდში ყოფნის მნიშვნელობაზე. "ბარსელონას" ხელმძღვანელობასაც, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია ეს ამბავი და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა.
32 წლის ესპანელ ნახევარმცველს, რომელსაც მთელი თავისი კარიერა "ბლაუგრანას" რიგებში აქვს გატარებული, მიმდინარე სეზონში 17 ჩატარებულ მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი აქვს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 7 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში