8 თვის წინ
"ეს საზიზღარი "ბარსელონა" - ვინ ემუქრება გუნდს პარიზიდან
"ეს საზიზღარი "ბარსელონა" - ვინ ემუქრება გუნდს პარიზიდან

"პარი სენ ჟერმენსა" და "ბარსელონას" შორის გასამართ პირველ მატჩამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, დაძაბულობა კი ნელ-ნელა იმატებს.

პარიზული კლუბის ულტრასებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს, საიდანაც ვასკვნით, რომ კატალონიურ გრანდს "პარკ დე პრენსზე" მტრული დახვედრა ელოდება.

"გთხოვთ, რომ ოთხშაბათს მეტოქეები იმ წამიდანვე ააკანკალოთ, როგორც კი ისინი მინდორზე შედგამენ ფეხს...

ამ საზიზღარმა "ბარსელონამ", რომელსაც მსაჯები ასე ხშირად ემხრობიან ხოლმე, მტრული ტერიტორია სრულად უნდა შეიგრძნოს. ჩვენი ვალია, რომ სტადიონი მათთვის შემაშინებელ ციხე-სიმაგრედ ვაქციოთ, ჩვენი გუნდის მოწადინება კი მტკიცე უნდა იყოს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები